> "> უროლოგია • MMT ჰოსპიტალი

ტეგები: , , , , ,

უროლოგია

უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცისა და ქალის საშარდე სისტემისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს. ასაკოვან ადამიანებში მეტია  უროლოგიური დაავადებების სიხშირეც.

რომელია უროლოგიური დაავადებები?

უროლოგიური დაავადებები თავისი შინაარსით საკმაოდ მრავალფეროვანია. უროლოგები სწავლობენ  საშარდე სისტემის ფუნქციებს და შეუძლიათ როგორც ქირურგიული ოპერაციების შესრულება, ისე დაავადებათა მედიკამენტური მკურნალობა. ხშირად უროლოგები გადიან ვიწრო სპეციალიზაციას სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად უროლოგიური სიმსივნეები (ონკოუროლოგია), ბავშვთა უროლოგია.

უროლოგიური დაავადებებია:

  • თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები;
  • პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება;
  • თირკმლის სიმსივნე;
  • პროსტატის სიმსივნე;
  • სათესლე ჯირკვლის სიმსივნე;
  • შარდის ბუშტის სიმსივნე;
  • სასქესო ასოს სიმსივნე;
  • ურეთრის სიმსივნე;
  • ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომები: ნოქტურია (ღამით ხშირი შარდვა); შარდის შეუკავებლობა;
  • სქესობრივი დისფუნქცია (როგორიცაა, მაგალითად ერექციული ფუნქციის მოშლა);
  • მამაკაცის უნაყოფობა;
  • მენჯის ტკივილი;
  • უროლოგიური ინფექციები.
  • შარდ-სასქესო სისტემის ანომალიები და განვითარების მანკები.

როგორ ხდება ვიზიტის დანიშვნა უროლოგთან?

თუკი თქვენ გაქვთ რაიმე ჩივილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უნდა მიმართოთ ზოგადი პრაქტიკის ექიმს ან ოჯახის ექიმს. ის თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე, თუ საჭიროდ ჩათვლის, გაგაგზავნით უროლოგთან.

MMT ჰოსპიტალში უროლოგთან ვიზიტისთვის დარეკეთ ქეის-მენეჯერთან:

032 2 23 40 23  ან მობილური: 571311155

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • Lado :

    Chawerva minda vizitze da tanxa ramxdniaris gadasaxdelo

    • mmthospital :

      მოგესალმებით ლადო, რომელ უროლოგთან გსურთ ვიზიტზე ჩაწერა? მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@138.201.197.207 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23

  • ანონიმური :

    ტერიტორიულად სადაა

    • mmthospital :

      მოგესალმებით ჩვენი კლინიკის მისამართია: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, მეცხრე სართული.
      დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23