> "> ბიპოლარული ტური – ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში • MMT ჰოსპიტალი

ტეგები: , , , , , ,

ბიპოლარული ტური – ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში

MMT- ჰოს­პი­ტა­ლი – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­უ­რი ჰაბი თა­ნა­მედ­რო­ვე, უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თქვენს სამ­სა­ხურ­ში.

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური სა­დღე­ი­სოდ მთელ მსოფ­ლი­ო­ში პროს­ტა­ტის ადე­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ოქ­როს სტან­დარ­ტა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ტური არა­ხა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. კარ­გა ხა­ნია გვეს­მის – ტური გა­კეთ­და, ტური გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რე­ა­ლუ­რად რას ნიშ­ნავს ეს ტური, რით გან­სხვავ­დე­ბა მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტური ბი­პო­ლა­რუ­ლის­გან და, სა­ერ­თოდ, რო­გორ ტარ­დე­ბა ეს ოპე­რა­ცია.

ტური, სა­ზო­გა­დოდ, ნიშ­ნავს ტრან­სუ­რეთ­რულ რე­ზექ­ცი­ას, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ენ­დო­ვი­დეო აპა­რა­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით სა­შარ­დე მი­ლის (ურეთ­რის) გავ­ლით იკ­ვე­თე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლე­ბი.

ამ ტი­პის ოპე­რა­ცია ანუ ტური შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს სა­კუთ­რივ სა­შარ­დე მილ­ზე, პროს­ტა­ტა­ზე და შარ­დის ბუშტზე.

ტური ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტრან­სუ­ერთრუ­ლი რე­ზექ­ტოს­კო­პით (“რე­ზექ­ცია” მოკ­ვე­თას ნიშ­ნავს, “სკო­პეო”-ვხე­დავ), რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი, წვრი­ლი დი­ა­მეტ­რის მქო­ნე, სა­შარ­დე მილ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მა­ვა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია. მას ბო­ლო­ზე ოპ­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი აქვს, რომ­ლი­თაც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შე­სა­ბა­მის ვი­დე­ო­კა­მე­რას, ამ უკა­ნას­კნე­ლით კი მო­ნი­ტორს გა­და­ე­ცე­მა. მო­წყო­ბი­ლო­ბა ქსო­ვილ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­დი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და სა­უ­კე­თე­სო ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას ქმნის ურ­თუ­ლე­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი­სას. ინ­სტრუ­მენ­ტის ბო­ლო­ში და­მაგ­რე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მარ­ყუ­ჟი, ე.წ. ელექტრო­და­ნა, რომ­ლი­თაც ხდე­ბა ქსო­ვი­ლე­ბის ჩა­მოთ­ლა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ MMT- ჰოს­პი­ტალ­ში – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­ურ ჰაბ­ში – პროს­ტა­ტის ადე­ნო­მე­ბის (მათ შო­რის დიდი ზო­მის წარ­მო­ნაქ­მნე­ბის) მკურ­ნა­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა “ოლიმ­პა­სის” სის­ტე­მის (მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი, ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის) აპა­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით დახ­ვე­წი­ლია და უმაღ­ლე­სი დო­ნის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამ კლი­ნი­კა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და დიდი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყე­ნე­ბენ ბი­პო­ლა­რულ ტურს და არა ტრა­დი­ცი­ულ მო­ნო­პო­ლა­რულს!

გან­ვი­ხი­ლოთ, რით გან­სხვავ­დე­ბა ეს ორი ტური.

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტური და მისი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს (რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ბევრ კლი­ნი­კა­ში ტარ­დე­ბა) გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი დანა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს ერთ პო­ლუსს, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი კი (ჩვე­უ­ლებ­რივ და­მი­წე­ბუ­ლი) – მე­ო­რე პო­ლუსს. ფაქ­ტობ­რი­ვად ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვა წარ­მო­ებს ელექტრო­და­ნა­სა და ადა­მი­ა­ნის სხე­ულს (ანუ ორ პო­ლუსს) შო­რის, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ქსო­ვი­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა. ელექტრუ­ლი იმ­პულ­სე­ბის გა­ტა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ნა­სა და ორ­გა­ნიზმს შო­რის ელექტრო­გამ­ტა­რი გა­რე­მოს შექ­მნა, რის­თვი­საც ინ­სტრუ­მენ­ტით შე­იყ­ვა­ნე­ბა და ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მუდ­მი­ვად ცირ­კუ­ლი­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­თხე – სორ­ბი­სო­ლის იზო­ტო­ნუ­რი ხსნა­რი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ავ­სებს სა­შარ­დე მილს, პროს­ტა­ტი­სა და შარ­დის ბუშ­ტის არეს. მას ორი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს: არე­ე­ბის ავ­სე­ბის კვა­ლად, აფარ­თო­ებს მხედ­ვე­ლო­ბის არე­ალს, ქი­რურგს ეხ­მა­რე­ბა სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტის-მო­საკ­ვე­თი ქსო­ვი­ლე­ბის უკეთ და­ნახ­ვა­ში და მე­ო­რე მხრივ – წარ­მო­ად­გენს ელექტრო­ბის გამ­ტარ გა­რე­მოს.

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­თხე მარ­თა­ლია ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის “მი­სა­ღე­ბი” კონ­ცენ­ტრა­ცი­ით შე­ი­ცავს სორ­ბი­სოლს (იზო­ტო­ნუ­რი ხსნა­რია), მაგ­რამ დიდი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს, რად­გან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მში ჭარ­ბი მო­ცუ­ლო­ბით მოხ­ვედ­რი­ლი, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს აძ­ლევს და­სა­ბამს; კერ­ძოდ, ტურ­სინ­დრომს, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა ჰი­პერ­ვო­ლე­მი­ით, გუ­ლის ფუნ­ქცი­ო­ბის დარ­ღვე­ვით, შე­შუ­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თა და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბით. მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი სწო­რედ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სი­თხეა, სწო­რედ სორ­ბი­სო­ლის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის გამო მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას ქსო­ვილ­თა მოკ­ვე­თის კვა­ლად გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ვე­ნე­ბით მო­ცირ­კუ­ლი­რე სის­ხლში მა­ღა­ლი წნე­ვით გა­და­სუ­ლი ჭარ­ბი სი­თხე შე­სა­ბა­მის გარ­თუ­ლე­ბებს აძ­ლევს და­სა­ბამს. ამ­გვა­რად, ოპე­რა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რით დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლია! სწო­რედ ამის გა­მოა თა­ნა­მედ­რო­ვე გზამ­კვლე­ვე­ბით (“გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით”) რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ 80 გრამ­ზე ნაკ­ლე­ბი წო­ნის პროს­ტა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, უფრო დიდი ზო­მის ადე­ნო­მე­ბის ოპე­რი­რე­ბას ანუ უფრო დიდი წო­ნის პროს­ტა­ტებ­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას მეტი დრო სჭირ­დე­ბა (ერთ სა­ათ­ში ვერ ეს­წრე­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლის სრუ­ლად ლიკ­ვი­და­ცია), შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ სი­თხე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­როვ­დეს ორ­გა­ნიზ­მში და გან­ვი­თარ­დეს ტურ­სინ­დრო­მი.

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის მე­ო­რე ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი პო­ტენ­ცი­ა­ლია (ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის ეს უნა­რი ბევ­რად ოპ­ტი­მა­ლუ­რია!).

ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ძლი­ე­რი სიხლდე­ნის გამო მხედ­ვე­ლო­ბის არე სის­ხლით ივ­სე­ბა, ქი­რურ­გი პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­რა­ფერს ხე­დავს, ეს ახან­გრძლი­ვებს ოპე­რა­ცი­ას, მე­ტია ალ­ბა­თო­ბა არას­წო­რი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის, ჯან­საღ ქსო­ვილ­თა და­ზი­ა­ნე­ბის, რის გა­მოც ხში­რად იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან კი­დეც შე­წყვი­ტონ ოპე­რა­ცია.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, MMT- ჰოს­პი­ტალ­ში – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­ურ ჰაბ­ში -სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ სიძ­ნე­ლე­ებს არ აწყდე­ბი­ან! აქ ოპე­რა­ცი­ე­ბი წარ­მო­ებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სრულ­ყო­ფი­ლი და დახ­ვე­წი­ლი აპა­რა­ტუ­რით მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად! ამ კლი­ნი­კა­ში გა­მორ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დია!

MMT- ჰოს­პი­ტალ­ში – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­ურ ჰაბ­ში – პროს­ტა­ტის ადე­ნო­მას ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რით, პლაზ­მუ­რი ვა­პო­რი­ზა­ცი­ი­თა და ენუკ­ლე­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლო­ბენ!

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური და მისი უპი­რა­ტე­სო­ბა­ნი

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი, უფრო სრულ­ყო­ფი­ლი და მე­ტად დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა. ის ვა­პო­რი­ზა­ცი­ა­სა და ენუკ­ლე­ა­ცი­ას­თან ერ­თად მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

რას გუ­ლის­ხმობს ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური: ოპე­რა­ცია ტექ­ნი­კუ­რად ისე­ვე სრულ­დე­ბა, რო­გორც მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს, მიდ­გო­მა ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­შარ­დე მი­ლი­დან ანუ ტრან­სუ­რეთ­რუ­ლად ხდე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ენ­დო­ვი­დეო აპა­რა­ტუ­რა, სა­ჭი­როა სი­თხე მხედ­ვე­ლო­ბის არის გა­სა­ფარ­თო­ვებ­ლად, თუმ­ცა, რა­დი­კა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბაა ყვე­ლა ას­პექ­ტით – ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვა ხდე­ბა ელექტრო­და­ნის ორ პო­ლუსს შო­რის (და არა და­ნა­სა და სხე­ულს შო­რის), შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ეფექ­ტურ კო­ა­გუ­ლა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სის­ხლდე­ნის გა­ჩე­რე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, რაც მთა­ვა­რია, სორ­ბი­სო­ლის იზო­ტო­ნუ­რი ხსნა­რის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის ად­ვი­ლად “მო­ნე­ლე­ბა­დია”, სის­ხლში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­შიც ზი­ანს არ აყე­ნებს ორ­გა­ნიზმს, თირკმე­ლე­ბის ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ბის პი­რო­ბებ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა.

ყვე­ლა ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბი­პო­ლა­რულ ტურს აქვს უზარ­მა­ზა­რი პლუ­სი – ექი­მი არ იზღუ­დე­ბა დრო­ში, შე­უძ­ლია ოპე­რა­ცია ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხან­საც აწარ­მო­ოს, თა­მა­მად იმუ­შა­ოს დიდი ზო­მის (წო­ნის) პროს­ტა­ტებ­ზეც. ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს კო­ა­გუ­ლა­ცია-ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე მო­ნო­პო­ლა­რუ­ლის დროს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქსო­ვილ­თა მოკ­ვე­თის, ჭრის პა­რა­ლე­ლუ­რად სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბაც (კო­ა­გუ­ლა­ცი­აც) მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად ხდე­ბა და ქი­რურგს პრაქ­ტი­კუ­ლად უსის­ხლო გა­რე­მო­ში უხ­დე­ბა მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მოა, რომ სა­დღე­ი­სოდ ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური მთელ მსოფ­ლი­ო­ში პროს­ტა­ტის ადე­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ოქ­როს სტან­დარ­ტა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მას დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს კრი­ო­დესტრუქ­ცი­ას­თან, ლა­ზე­რულ, მა­ღალ­სიხ­ში­რულ ულტრაბ­გე­რით, რა­დი­ო­ტალ­ღურ თუ სხვა სა­ხის აბ­ლა­ცი­ებ­თან.

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ პროს­ტა­ტის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­პლა­ზი­ის, არა­მედ შარ­დის ბუშ­ტის ზე­და­პი­რუ­ლი (სა­ნა­თურ­ში მზარ­დი) წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, ასე­ვე გი­ნე­კო­ლო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში, ჰის­ტე­რო­რე­ზექ­ტოს­კო­პი­ის სა­ხით საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში არ­სე­ბუ­ლი კვან­ძე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სათ­ვის.

ასე რომ, ეწ­ვი­ეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჰოს­პი­ტალს! მი­ი­ღეთ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დახ­მა­რე­ბა! ჩა­ი­ტა­რეთ მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა! MMT- ჰოს­პი­ტა­ლი – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­უ­რი ჰაბი ხომ წამ­ყვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კლი­ნი­კაა!

რას ნიშ­ნავს პლაზ­მუ­რი ვა­პო­რი­ზა­ცია

ვა­პო­რი­ზა­ცია ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბაა. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ელექტრო­და­ნა, ოღონდ სხვაგ­ვა­რი გან­მუხ­ტვის. ვა­პო­რი­ზა­ცი­ის დროს იმ­დე­ნად ძლი­ე­რად ხურ­დე­ბა ელექტრო­დის და­ბო­ლო­ე­ბა, რომ წარ­მო­იქ­მნე­ბა პლაზ­მა (ცე­ცხლის ალი­ვით), რო­მე­ლიც წყლად და ნახ­ში­რორ­ჟან­გად შლის ქსო­ვი­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლი ორ­თქლდე­ბა და შეყ­ვა­ნილ (მო­ცირ­კუ­ლი­რე) ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ხსნარ­ში იხ­სნე­ბა.

ვა­პო­რი­ზა­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად, ასე­ვე ბი­პო­ლა­რულ ტურ­თან და ენუკ­ლე­ა­ცი­ას­თან კომ­პლექსში. ნა­ხეთ ვი­დეო, რო­გორ ტარ­დე­ბა პლაზ­მუ­რი ვა­პო­რი­ზა­ცია:http://138.201.197.207/~mmtge/archives/676

ის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნით მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ე­ბი­სას:

• რო­დე­საც პა­ცი­ენტს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს კო­ა­გუ­ლა­ცია (სის­ხლის შე­დე­დე­ბა); სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო დიდი დო­ზით იღებს ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ურ პრე­პა­რა­ტებს;

• პროს­ტა­ტის კი­ბოს დროს, რო­დე­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­დი­კა­ლუ­რი (ღია წე­სით) ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და პა­ლი­ა­ტი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბაა (ჩვე­უ­ლებ­რივ, ადე­ნო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი – კიბო, ბევ­რად სის­ხლმდე­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, კო­ა­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სი ამ დროს ძა­ლი­ან რთუ­ლია).

ვა­პო­რი­ზა­ცია შე­უც­ვლე­ლია შარ­დის ბუშ­ტის მულ­ტი­ფო­კა­ლუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს, რო­დე­საც ბუშ­ტში უამ­რა­ვი წვრილ-წვრი­ლი წარ­მო­ნაქ­მნია. ჩვე­უ­ლებ­რივ, მათი ცალ-ცალ­კე რე­ზე­ცი­რე­ბა (მოკ­ვე­თა) ძა­ლი­ან რთუ­ლია, ასეთ დროს უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია მათი უსის­ხლოდ აორ­თქლე­ბა (ვა­პო­რი­ზა­ცია).

რას გუ­ლის­ხმობს ენუკ­ლე­ა­ცია

ენუკ­ლე­ა­ცი­ის დროს ფაქ­ტი­უ­რად კეთ­დე­ბა ის, რა­საც ღია წე­სით ოპე­რა­ცი­ი­სას აწარ­მო­ე­ბენ. ტუ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ რე­ზექ­ტოს­კოპ­ში ცვლი­ან ელექტროდს, შეჰ­ყავთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­მა­გი თა­ვის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის ერთი თავი ბი­პო­ლა­რუ­ლი ელექტრო­და­ნის როლს ას­რუ­ლებს, მე­ო­რეს კი მე­ქა­ნი­კუ­რი ფუნ­ქცია აქვს. და­ხე­ლოვ­ნე­ბულ, გა­მოც­დილ ქი­რურგს ელექტრო­დი ზუს­ტად შე­სა­ბა­მის შრე­ში, პროს­ტა­ტის კაფ­სუ­ლა­სა და ადე­ნო­მის ქსო­ვილს შო­რის შეჰ­ყავს და კო­ა­გუ­ლა­ცი­ის თან­მხლებ რე­ჟიმ­ში ქსო­ვილ­თა გან­ცალ­კე­ვე­ბას ანუ ადე­ნო­მის “ამო­კაკ­ვლა-ამო­სახსვრას” ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ცე­დუ­რას ხში­რად ადა­რე­ბენ მწი­ფე ფორ­თოხ­ლი­სათ­ვის თი­თით ქერ­ქის აშ­რე­ვე­ბის პრო­ცესს (წარ­მო­სახ­ვი­სათ­ვის, ფორ­თოხ­ლის ქერ­ქი ანუ პროს­ტა­ტის კაფ­სუ­ლა რე­ა­ლუ­რად წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის დაპ­რე­სი­ლი ქსო­ვი­ლია, ფორ­თოხ­ლის გული კი ადე­ნო­მა – ჰი­პერ­პლა­ზი­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლი).

ბი­პო­ლა­რუ­ლი ენუკ­ლე­ა­ცია

ამო­სახ­სრულ-ამო­ღე­ბუ­ლი ადე­ნო­მა მორ­სე­ლა­ტო­რით იშ­ლე­ბა ნა­წი­ლე­ბად და გა­მო­ი­ტა­ნე­ბა. ენუკ­ლე­ა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია დიდი პროს­ტა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ბევ­რი ჭრა დიდი ზო­მის ადე­ნო­მე­ბის დროს, ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის, კაფ­სუ­ლი­დან გაც­დე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის, ამი­ტო­მაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დიდი ზო­მის ადე­ნო­მის კაფ­სუ­ლი­დან ამოგ­დე­ბა და შემ­დგომ მისი დაჭ­რა-და­ნა­წევ­რე­ბა. კარ­გი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ეფექ­ტუ­რი კო­ა­გუ­ლა­ცი­ის ფონ­ზე ენუკ­ლე­ა­ცი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია 120, 140, 190 და 200 გრა­მი­ა­ნი ადე­ნო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა.

ბი­პო­ლა­რუ­ლი ელექტრო­დი

ამ­გვა­რად, ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური სა­მი­ვე მე­თო­დის (რე­ზექ­ცია, ვა­პო­რი­ზა­ცია, ენუკ­ლე­ა­ცია) კომ­ბი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის დახ­მა­რე­ბით ქი­რურგს თა­ვი­სუფ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, შე­უძ­ლია პროს­ტა­ტის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნილ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ცვა­ლოს ელექტრო­დე­ბი, ერთი მე­თო­დი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ერ­თოს, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სა­მი­ვე ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნოს და პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით, სრულ­ფა­სოვ­ნად, გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ამოკ­ვე­თოს. მთა­ვა­რია პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გა­მოც­დი­ლი და და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი მარ­ჯვე­ნა, თა­ნა­მედ­რო­ვე სრულ­ყო­ფი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბი­სად­მი თავ­და­დე­ბა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერ­თად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი MMT- ჰოს­პი­ტალ­ში!

MMT- ჰოს­პი­ტა­ლი – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­უ­რი ჰაბი – წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში! ნუ გა­და­დებთ ვი­ზიტს, მი­მარ­თეთ MMT ჰოს­პი­ტალს: ლუბ­ლი­ა­ნას ქ. N#5, მე-9 სარ­თუ­ლი. ტელ: 2 23 40 23; მობ: 571–311–155

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • daviti :

    mogesalmebit, didi xania macuxebs es problema, miuxedavad mravali da sxva da sxva mcdelobebis, mkurnalobebisa da camlebis miuxedavad prostatis zoma eqoskopiis Semeg gairkva rom Seadgens 170 ml/gr. vcxovrob batumshi ak kvela cnobili klinika moviare da mitxres mxolod gia operaciit sheizleba am problemis mogvareba rac cota ar ikos mashinebs. aq cakitxuli statiis shemdeg imedi momeca. mgoni tqven shezlebt chems daxmarebas

    • mmthospital :

      მოგესალმებით ბატონო დავით, მობრძანდით კლინიკაში, შეგიძლიათ წამოიღოთ თქვენი გამოკვლევები რაც აქამდე გქონდათ გაკეთებული. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტზე ჩასაწერად დაუკავშირდით მის ასისტენტს ნათია კანკავას: 571 311 155, ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@138.201.197.207

  • ჯიმი :

    წავიკითხე შტამბეჭდავია!ალბათ იშვიათია მამაკაცი რომელსაც პროსტატიტი არ აწუხებს! რა არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენთან მოხვდეს ავადმყოფი?

    • mmthospital :

      დარეკეთ ქეის-მენეჯერთან და ჩაეწერეთ ექიმთან თქვენთვის სასურველ დროს: 571 311 155

  • ანონიმური :

    წავიკითხე, შტამბეჭდავია, ალბათ იშვიათია მამაკაცი რომელსაც პრასტატიტი არ აწუხებს! რა არის საჭირო იმისათვის რომ თქვენ ჰოსპიტალში მოხვდეს კაცი?

    • mmthospital :

      დარეკეთ ქეის-მენეჯერთან და ჩაეწერეთ ექიმთან თქვენთვის სასურველ დროს: 571 311 155

  • ანონიმური :

    Operacia maq gasaketebeli saswrafoa.prostatis adenoma 0,&mm.diagnozi eg ari chemi.mainteresebs operacia ra jdeba.sayoveltao tu moqmedebs.velodebi pasuxs.gtxovt

    • mmthospital :

      გაურკვევლად წერთ, რა ზომის არის პროსტატა, თუმცა ჩვენს კლინიკაში საკმაოდ დიდი ზომის ადენომის შემთხვევაშიც კი (200 გრამადეც კი) კეთდება ბიპოლარული ვაპორიზაცია. ოპერაციის ღირებულება ჯამში შეადგენს 2600 ლარს. ეს ფასი მოიცავს თავად ოპერაციის ღირებულებას და მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა სადიაგნოსტიკო, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ ხარჯებს. ჩვენს კლინიკაში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებს მკურნალობის ღირებულების ხარჯს. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდეთ ქეის–მენეჯერს, ნათია კანკავას 571 311 155. ასევე გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი შემდეგი კომუნიკაციის დასამყარებლად.