თირკმლის კისტა

უროლოგი, უროლოგია, ონკოუროლოგი, პროსტატა, შარდის ბუშტი, პროსტატის კიბო, თირკმელი, ადენომა, თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, კენჭის დაშლა, ბავშვთა უროლოგი, ტეგები: , ,

თირკმლის კისტა

თირკმლის კისტა ორგანოს ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. მისი აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება ექოსკოპიური გამოკვლევისას.

კისტა საზოგადოდ სითხით სავსე ღრუს შემცველი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
სტატისტიკის მიხედვით თირკმლის პარენქიმის დამაზიანებელი წარმონაქმნებიდან კისტის წილად 65-70 % მოდის. პათოლოგია ქალებთან უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან, რაც ესტროგენების დამცველობით ეფექტსა და ანდროგენების სიმცირეს უკავშირდება. ამ მიზეზით, მენოპაუზის პერიოდში დაავადების გავრცელების სტატისტიკა ქალებთან, რამდენადმე უთანაბრდება მამაკაცებთან თირკმლის კისტის არსებულ მაჩვენებელს.

თირკმლის კისტა შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. მისი ფორმირება ზოგჯერ მუცლადყოფნის პერიოდში ხდება. კისტის განვითარება ადამიანის სიცოცხლის მანძილზე სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კისტებს.

არსებობს ორივე თირკმლის კისტა და წარმონაქმნი ერთ ორგანოში – მარცხენა ან მაჯვენა თირკმლის კისტა. მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ მარტივ, მრავალკამერიან და დერმოიდულ კისტებს (ეს უკანასკნელი ემბრიონული განვითარების ანომალიაა, მისი შიგთავსი ხშირად შეიცავს თმას, ფრჩხილებს, ცხიმოვან ან ძვლოვან ქსოვილს).

ცალკე გამოყოფენ მულტიკისტოზურ და ღრუბლისებრ თირკმელს. პირველ შემთხვევაში თირკმლის მთელი პარენქიმა წვრილი კისტებითაა დაზიანებული, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ორგანოს ფუნქციურ რეზერვს. შედეგად ძალიან მალე ვითარდება თირკმლის უკმარისობა.

 

ღრუბლისებრი თირკმლის შემთხვევაშიც მრავლობითი კისტებია წარმოდგენილი ორგანოში, ოღონდ ისინი შემკრებ მილაკებთანაა ძირითადად ლოკალიზებული. ეს პათოლოგია თანდაყოლილი მდგომარეობაა. ასეთი პაციენტები (ბავშვები) საჭიროებენ დროულ ჰემოდიალიზს თირკმლის უკმარისობის სწრაფად პროგრესირების გამო.

კისტის განვითარების მიზეზებიდან აღსანიშნავია:
• მემკვიდრული ფაქტორი;
• ქრონიკული დაავადებები;
• გადატანილი ინფექციები;
• თირკმლის ტრავმა და გადაციება.

 

რა ახასიათებს თირკმლის კისტას
კისტა ხშირად დიდი ხნის მანძილზე არ ავლენს თავს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევისას. როდესაც კისტა მატულობს ზომაში და მეზობელ ორგანოებს აწვება, მაშინ ვლინდება:

• ტკივილი წელის არეში;
• დიასტოლური წნევის (ქვედა მაჩვენებლის) მომატება –თირკმლისმიერი ჰიპერტენზია;
• თირკმელებიდან შარდის გამოყოფის შეფერხება;
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

თირკმლის კისტის ერთ-ერთი სადიაგნოზო სიმპტომია შარდში სისხლის პერიოდულად ან მუდმივად გამოჩენა. შეიძლება გამოხატული იყოს მაკროჰემატურია (ამ დროს შარდი ვიზუალურად წითელი ფერისაა) ან მიკროჰემატურია (შარდის ფერი შეუცვლელია, თუმცა მიკროსკოპული გამოკვლევისას ვლინდება ერითროციტების შემცველობა). ერითროციტების დაკარგვა შარდთან ერთად ხშირად ანემიას აძლევს დასაბამს. ამის მიზეზი იმავდროულად თირკმელებში ერითროპოეტინის (ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნის მასტიმულირებელი ჰორმონის) წარმოქნის დათრგუნვაცაა.

რითია საშიში თირკმლის კისტა

თირკმლის კისტის გართულებებიდან აღსანიშნავია:
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
• თიკრმელში შარდის შეკავება და ორგანოს გაფართოება (ჰიდრონეფროზი);
• პიელონეფრიტი, მათ შორის ჩირქოვანი;
• კისტის დაჩირქება;
• სისხლჩაქცევა კისტაში;
• კისტის გახეთქვა და პერიტონიტი;
• ანემია;
• არტერიული ჰიპერტენზია.

მკურნალობა

თუ თირკმლის კისტა 5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, არ არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, მაშინ მიმართავენ წარმონაქმნზე დაკვირვების ტაქტიკას.

ქირურგიული ჩარევა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც კისტა დიდ ზომას აღწევს, აწვება მეზობელ ორგანოებს, იწვევს ტკივილს, სისხლდენას, არსებობს მისი გასკდომის საშიშროება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კისტების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ავტორი : zako mdivani

    var 60 wlis axla agmomachnd ashemtxvevit patara kist 3 tviani dakvirvebit zoma ar imatebs aranairi problema ar makvs magram sawiroa tu viko kuradgebit sashishroeb aromar hsemekmnas ..

    • ავტორი : mmthospital

      თუ ერთი კისტაა მცირე ზომის და ზომაში არ მატულობს, საშიში არ არის, თუმცა გარკვეული პერიოდულობით საჭიროა დინამიკაში დაკვირვება.