გურამ ქარაზანაშვილი:" > MMT • რა მნიშვნელობა აქვს ონკოუროლოგთა მსოფლიო კონგრესის საქართველოში ჩატარებას ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ექიმებისთვის

რა მნიშვნელობა აქვს ონკოუროლოგთა მსოფლიო კონგრესის საქართველოში ჩატარებას ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ექიმებისთვის

რადიო “პალიტრის” ეთერში საუბრობს საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გურამ ქარაზანაშვილი:

2018 წლის 26-27 ოქტომბერს საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისში ონკოუროლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. ეს კონგრესი იქნება უპრეცედენტო თავისი მაშტაბით და წარმომადგენლობითობით. კონგრესზე წარმოდგენელი იქნებიან მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგიური უროლოგები, კლინიკური ონკოლოგები და სხივური ონკოლოგები, ანუ ეს იქნება მულტიდისციპლინური კონგრესი, აქ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ განხილული იქნება უროლოგიური კიბოს მკურნალობა მის ყველა ასპექტში.

ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ გვესტუმრება ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე გვესტუმრებიან: ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის გენიტოურინალური ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროპის ონკოუროლოგიის სექციის ხელმძღვანელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები, ასევე, გერმანიის, იტლიის ასოციაციების ხელმძღვანელები, წამყვანი კლინიკური ონკოლოგები დიდი ბრიტანეთიდან,  იტალიიდან, შვედეთიდან ავსტრიიდან, წამყვანი სხივური თერაპევტები საფრანგეთიდან.

ეს საერთაშორისო კონგრესი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩვენთან იქნებიან მეზობელი ქვეყნების ასოციაციის ხელმძღვანელები და წევრები. აქ იქნებიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯაბის, სომხეთის ასოციაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

ქართველ კლინიკურ ონკოლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, სხივურ თერაპევტებს, უროლოგებს, პათოლოგანატომებს, რადიოლოგებს – საშუალება ექნებათ, დაესწრონ კონგრესს, მოუსმინონ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს, მოუსმინონ ქართულად და სრულიად უფასოდ.

კონგრესის ორგანიზებას მთლიანად ასოციაცია იღებს თავის თავზე და იმედი გვაქვს რამდენიმე კომპანიის თანადგომისა. ასე, რომ ძალიან დიდი ღონისძიებაა დაგეგმილი საქართველოში.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: