უროლოგი, უროლოგია, ონკოუროლოგი, პროსტატა, შარდის ბუშტი, პროსტატის კიბო, თირკმელი, ადენომა, თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, კენჭის დაშლა, ბავშვთა უროლოგი, ტეგები: ,

ოპერაცია, რომელმაც საერთაშორისო აღაირება მოიპოვა – რა არის სიახლე? (ნახეთ ვიდეო)

ჩვენ უკვე გატყობინებდით გურამ ქარაზანაშვილის მიერ ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შესახებ, რომელმაც ამერიკის უროლოგთა ასოციაციის დიდი ყურადღება დაიმსახურა და მიჩნეული იქნა სიახლედ ონკოუროლოგიაში. გთავაზობთ ამ ოპერაციის მიმოხილვას და მოკლე ვიდეოს, რომელიც ამერიკის უროლოგთა კონგრესზე იქნა წარდგენილი.

ოპერაციის აღწერა:

პერიტონეუმ-, ნერვ- და პროსტატის სფინქტერშემნახველი ექსტრაპერიტონეალური ცისტო-პროსტატექტომია და ექსტრაპერიტონეალურად ორთოტოპიული ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა

 

ჩვენება:

შარდის ბუშტის კიბო

 

რა არის სიახლე:

შემუშავებული იქნა დამზოგველი მოდიფიკაციები:

  • პერიტონეუმის ღრუს გაუხსნელად, შარდის ბუშტის, პროსტატის და ლიმფური კვანძების ლიკვიდაციის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • საშარდე მილის სფინქტერის და პროსტატის მწვერვალის შენარჩუნების და დაზოგვის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • ერექციის და სქესობრივი ფუნქციის განმაპირობებელი ნერვ-სისხლძარღვოვანი წნულის შენარჩუნების და დაზოგვის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • ნაწლავისგან ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • ხელოვნური, ნაწლავური შარდის ბუშტის სრულად გატანა პერიტონეუმის ღრუდან და პერიტონეუმის ღრუს სრული, ჰერმეტიზაციის ტექნიკა.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ავტორი : Zurabi shubitidze

    This is the cool operetion

  • ავტორი : MMT •

    დაინტერესებულ მკითხველს განვუმარტავთ, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციები ტარდებოდა აქამდეც ბევრ სხვა კლინიკაში, მაგრამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული იქნა ახალი მიდგომები და მოდიფიკაციები, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ოპერაციის გამოსავალი და შეამცირა გართულებების რისკი. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვიტყობინებოდით. 

  • ავტორი : გურამ ქარაზანაშვილი

    ჩემს მიერ შემუშავებული, შარდის ბუშტის კიბოს ოპერაციის ტექნიკა აღიარა ამერიკის უროლთა ასოციაციამ, როგორც სიახლე!!! მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა:
    1. დეტალურად გაეცნონ, თუ რა სიახლეებს შეიცავს ჩემს მიერ შემუშავებული ოპერაციის ტექნიკა; 2. გაეცნონ ვიდეოფილმს, რომელიც დეტალურად აღწერს თვითოეულ ამ სიახლეს; 3. ამ ვიდეოფლმის გამოყენებით შეითვისონ ახალი ქირურგიული ტექნიკა და დანერგონ თავიანთ ქირურგიულ პრაქტიკაში!!!