ევროპის უროლოგთა ასოციაციამ თავის ვებგვერდზე განათავსა ანონსი საქართველოში დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ

ევროპის უროლოგთა ასოციაციამ თავის ვებგვერდზე განათავსა ანონსი საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის მიერ დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ:

“საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია 2018 წლის 26-27 ოქტომბერს გეგმავს უპრეცედენტო მასშტაბის  კონგრესის ჩატარებას.

კონგრესში მონაწილეობენ მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები. მომხსენებლები იქნებიან წამყვანი მეცნიერები და ექიმები  ამერიკიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

ორგანიზატორი: საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაცია

E-mail:   gaou.ge@gmail.com

ვებგვერდი: gaou.ge

-წერია ევროპის უროლოგთა ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

მეორე კონგრესი, ონკოუროლოგია,

 

ეს ყველაფერი საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის საერთაშორისო აღიარებაზე და ამ კონგრესის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს, როგორც მსოფლიოს ონკოუროლოგებისათვის, ასევე საქართველოსთვის, ქართული მედიცინის განვითარებისათვის.

იხილეთ ანონსი ევროპის ასოციაციის გვერდზე – გადადით ლინკზე

აქვე იხილეთ საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია 2018 წლის მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ, კონგრესის პროგრამა და მომხსნებლები: გადადით ლინკზე

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: