შარდის შეუკავებლობა ქალებში

სტატისტიკა მოწმობს, რომ ე.წ. ბავშვური უსიამოვნება – შარდის შეუკავებლობა – 45-დან 60 წლამდე ასაკის ქალთა 40 % -ს აწუხებს.

ჯერ კიდევ 1928 წელს ცნობილი გინეკოლოგი ჰოვარდ კელი აღნიშნავდა: “არ არსებობს ქალისთვის უფრო დამთრგუნველი ტანჯვა, ვიდრე შარდის უნებლიე გამოჟონვაა. რა არის 50 წელი? ქალი გაფურჩქვნის პერიოდშია. ეს ბავშვური პრობლემა კი მას სიბერის მოახლოებით სუსხავს!”

შარდის შეუკავებლობა მართლაც დამთრგუნველ გავლენას ახდენს ქალებზე. იწვევს დეპრესიას და ნევროზს. ამ პრობლემის გამო ბევრი თავს არიდებს საზოგადოებაში ყოფნას, თეატრში თუ კონცერტზე წასვლას, როცა წვეულებაზე ეპატიჟებიან, უარს ამბობს და ა.შ.

შარდის გაჟონვა, სისველის შეგრძნება ადამიანს უმალ უფუჭებს განწყობას, არადა, ასეთ დროს შარდის უნებლიე გამოყოფისთვის მცირედი დაძაბულობაც საკმარისა: სიცილი, ხველა, სიმძიმის აწევა, უხეში მოძრაობა, ზოგჯერ სიარულიც კი.

 

შარდის შეუკავებლობა ქალებში

ამგვარად, პრობლემა მეტად სერიოზულია, თუმცა, იმედის გადაწურვა და ფარ-ხმალის დაყრა არ ღირს, ჯერ სცადეთ, იქნებ თქვენი პრობლემა ადვილად გადაიჭრას სპეციალისტთა დახმარებით.

ამ დროს ექიმი სპეციალისტები, პრობლემის მთავარ მიზეზს, ხელშემწყობ დაავადებას გამოავლენენ ხოლმე.
შარდის შეუკავებლობას, როგორც წესი, სფინქტერის (რგოლისებრი კუნთები, რომლებიც შეკუმშვისას ახშობს რომელიმე მილისებრი ან ღრუ ორგანოს გასასვლელს) მოდუნება, მისი სტრუქტურის რღვევა იწვევს, ეს კი თავის მხრივ, სასქესო ორგანოების (საშვილოსნოს, საშოს) დაწევის ან გამოვარდნის შედეგია. ასეთი რამ ყველაზე ხშირად იმ ქალებს ემართებათ, რომლებმაც მრავალჯერ იმშობიარეს ან კიდევ მძიმე მშობიარობა გადაიტანეს (იგულისხმება დიდი ნაყოფის დაბადება, ნახეთქები, ჩახევები და სხვა). სასქესო ორგანოების დაწევა ემუქრებათ იმ ქალებსაც, რომელთა სამუშაო დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს ანდა, რომლებიც სპორტის მძიმე სახეობებს მისდევენ.

შარდის შეუკავებლობა ხშირად კლიმაქსურ პერიოდში იჩენს თავს, როცა ორგანიზმში ესტროგენებისა და სხვა სასქესო ჰორმონების რაოდენობა იკლებს, მენჯის ფუძისა და შორისის კუნთების დუნდება და მხოლოდ სასქესო ორგანოები კი არა, ზოგჯერ შარდის ბუშტიც იწევს დაბლა, სფინქტერი კი ვეღარ აკავებს მოწოლილ შარდს. პათოლოგიის განვითარებას ზოგჯერ საშარდე გზების ანთებითი პროცესებიც უდევს ფონად.

ყოველივე ამის არიდება შეიძლება დროული პროფილაქტიკით, მუცლის პრესის, მენჯის ფუძისა და შორისის კუნთების გამაგრებისათვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშების რეგულარულად შესრულებით და დატვირთვის ჰიგიენით.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. სათანადო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სპეციალური გინეკოლოგიური და უროლოგიური გამოკვლევების საფუძველზე ხდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ შარდის შეუკავებლობის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: