გურამ ქარაზანაშვილი - guram karazanashvili

ეს ისეთი მკურნალობის მეთოდია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ღირებულება გააჩნია

გურამ ქარაზანაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, MMT ჰოსპიტლის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი – მისი არაერთი წარმატების შესახებ უკვე იცის ჩვენმა მკითხველმა, მაგრამ ახლა გვინდა უფრო დაწვრილებით გიამბოთ, რა მოხდა ამერიკაში და რა მნიშვნელობა აქვს ქართველი ექიმის ამ გამარჯვებას:

ამერიკის უროლოგთა ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალურ გაერთიანებას, იგი აერთიანებს დაახლოებით 21 000 პროფესიონალს. ყოველწლიურად ამერიკის უროლოგთა ასოციაცია ატარებს წლის შემაჯამებელ სამეცნიერო კონფერენციას. ამერიკის უროლოგთა ასოციაიციის წლიური სამეცნიერო კონგრესი კი წარმოადგენს ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ფორუმს. თითქმის ყველა ინოვაციური მკურნალობის მეათოდი ან აღმოჩენა პირველად ამ ფორუმზე ჟღერდება. წელს ამერიკის უროლოგთა ასოციაციის წლიური კონგრესი ჩატარდა სან ფრანცისკოში . კონფერენციას ესწრებოდა დაახლოებით 16 000 მონაწილე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. უაღრესად დიდი სამეცნიერო ინტერესი და ღირებულება ამ ფორუმისა აიხსნება იმ ინფორმაციის ხარისხისთ, რომელსაც მონაწილეები ღებულობე. ანუ, მანამ , სანამ მოხსენება მოხვდება კონგრესის დღის წესრიგში, იგი გადის დეტალურ შემოწმებას. მინიმუმ 4 აბსოლუტრურად ანონიმური ექსპერტის თანხმობაა საჭირო, რომ მოხსენება მოხვდეს კონგრესის დღის წესრიგში, შემდეგში ეს მოხსენებები გაივლის სამეცნიერო კომიტეტის მიერ დამტკიცების რთულ გზას. სწორედაც ამიტომ, ფაქტი, რომ მოხსენება მიღებულ იქნა ზემოაღნიშნულ კონგრესზე, ნიშნავს, რომ ეს მოხსენება შეიცავს ჭეშმარიტად მნიშვენლოვან სიახლეს მსოფლიო მედიცინაში!

სწორედაც ამიტომ, ქარაზანაშვილის მოხსენების შერჩევა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე წარსადგენად წარმოადგენს დიდ გამარჯვებას, და არის დასტური იმისა, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა მსოფლიო მედიცინისთვის, ისეთი სიახლე, რომელიც ადრე არავის მიერ ჯერ არ ყოფილა შეთავაზებული და ისეთი მკურნალობის მეთოდია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ღირებულება გააჩნია.

მნიშვნელოვანია რა სირთულის მკურნალობის მეთოდს შეეხება ქართველი მეცნიერის და ქირურგის მიერ შეთავაზებული მკურნალობის მეთოდი. საკითხი შეხება ონკოლოგიის, ონკოუროლოგიის, ონკოქირუგიის ერთერთ ყველაზე აგრესიულ დაავადებას, როგორიც არის შარდის ბუშტის კიბო, და მის მკურნალობას. შარდის ბუშტის კიბო ერთერთი ყველაზე აგრესიული კიბოა, რომელიც სწრაფად კლავს ადამიანს. დღევანდელი დაბინძურებული გარემოს პირობებში, ამ კიბოს სიხშირე მატყულობს. დღემდე შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის წამყვან მეთოდად რჩება ქირურგიული მკურნალობა. კერძოდ კი რადიკალური ცისტექტომია. ეს გულისხმობს ფართომასშტაბიან ქირურგიულ ჩარევას, როდესაც ხდება შარდის ბუშტის, პროსტატის, სათესლე ბუშტუკების, თესლგამომტანი სადინრების და რეგიონული ლიმფური კვანძების ლიკვიდაციუა ერთ ბლოკად. ქალბატონებში კი ეს ოპერაცია გულისხმობს, შარდის ბუშტის, საშილოსნოს, საშოს, ლიმფური კვანძების ერთ ბლოკად ლიკვიდაციას. ეს არის ურთულესი ოპერაციის ერთი ნაწილი, ანუ ონკოლოგიური ნაწილი. ოპერაციის მეოერე ნაწილი კი არის რეკონსტრუქციული ნაწილი, რაც გულისხმობს ცხოვრების კომფორტული პირობების შექმნას. კერძოდ შარდის ბუშტის ლიკვიდაციის პირობებში, სად უნდა წავიდეს შარდი? არსებობს სხვადასხვა მეთოდები შარდის გადაუვანისა, დაწყებული მუცლის წინა კედელზე შარდოვანი-სველი წერტილის შექმნიდან და მსხვილნაწლავოვავნი რეზერვუარით, ანუ შარდოვან-განავლოვანი რეზერვუარით დამთავრებული, როდესაც შარდი და განავალი ერთად გამოდის უკანა ხვრელიად. მაგრამ ეს მეთოდები დიდ დისკომფორტს აყენებს ადამიანს, ამიტომაც უკანასკნელი 2 დეკადის განმავლობაში მატულობს პოპულარობა ისეთი ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნისა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ მოშარდოს ბუნებრივი გზით, ანუ ისე, როგორც შარდავდა ოპერაციამდე. ეს ხდება ნაწლავის გამოყენებით ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის გზით.

ეს არის ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია, რომელსაც ერთეული სპეციალისტები ფლობენ მაღალ დონეზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი უროლოგ-ქირურგთა მხოლოდ 9% -ს შეუძლია ამ ოპერაციის განხორციელება.  მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ამ ურთულეს ოპერაციას აქვს გართულებების მაღალი პროცენტი, რომელიც მსოფლიოში მერყეობს 30-დან 60%-მდე. თითქმის ყველა მსოფლიო რანგის სამეცნიერო ფორუმზე განიხილება თუ როგორ შემცირდეს გართულებების %, სამწუხაროდ დიდი მიღწევების გარეშე. ამას გარდა, ხელოვნურ შარდის ბუშტის შექმნას ახასიათებს შარდის შეუკავებლობის საკმაოდ მაღალი პროცენტი, ხოლო მამაკაცებში კი დამატებით იმპოტენციაც.

ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებულ იქნა ქირურგიული ტექნიკა, რომელიც ყველა ზემოხსენებული პრობლემის გადაჭრის გზას იძლევა. ეს ქირურგიული ტქნიკა ქარაზანაშვილმა მრავალწლიანი მუშაობის, კითხვის, სწავლის და ასეულობით განხორციელეული ოპერაციის გამოცდილების ანალიზის შედეგად შეიმუშავა. ქარაზანაშვილის მეთოდ საშუალებას იძლევა შევქმნათ ხელოვნური ნაწლავური შარდის ბუშტი, მინიმალური გართულებებით. ამისათვის იგი ოპერაციას ჰყოფს 2 ნაწილად. პირველ ნაწილში, ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ექსტრაპერიტონეული ტექნიკის გამოყენებით, ხორციელდება მხოლოდ ონკოლოგიური ოპერაცია (შარდის ბუშტის და მიმდებარე ორგანოების ლიკვიდაცია ლიმფადენექტომიასთან ერთად) და ქირურგი საერთოდ არ არღვევს მუცლის ღრუს ჰერმეტიზმს, საერთოდაც არ „აწუხებს“ ნაწლავს, ეს ამავედ დროს ონკოლოგიური პრინციპების უკეთ დაცვის საშუალებასაც იძლევა. ოპერაციის ამავე, პირველ ნაწილში, ხდება მამაკაცებში პროსტატის მწვერვალის მცირე უბნის შენარჩუნება (იხილე სურათი 1), და ნერვ-სისხლძარღვოვანი კონის ფართოდ შენარჩუნება (იხილე სურათი 2) – რაც საშუალებას იძლევა იმისა, რომ ოპერაციის შემდეგ მამაკაცს ჰქონდეს პოტენცია -ანუ შესძლოს სქესობრივი ურთიერთობა და ამაქთან ჰქონდეს შარდის შეკავების უნარი და სრულყოფილი მოშარდვის აქტი. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს ოპერაციის შემდეგ, შედეგად კი იქრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.

 

ოპერაციის მეორე ნაწილში იხსნება პერიტონეუმის ღრუ, ნაწლავისგან ხდება ხელოვნური შარდის ბუშტის ჩამოყალიბება და ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ტექნიკის გამოყენებით, ხდება პერიტონეუმის მთლიანობის კვლავ სრულად აღდგენა და ხელოვნური შარდის ბუშტის სრულად გამოტანა პერიტონეუმის ღრუდან. მაშასადამე, თუკი ადრინდელი ტექნიკების გამოყენებით ხელოვნური შარდის ბუშტი რჩებოდა ნაწლავების გარემოცვაში, ქარაზანაშვილის ტექნიკის გამოყენებით, ხდება მათი სრული გამიჯვნა. ანუ შარდის ბუშტის სრულად განცალკევება ნაწლავებისგან, ისე, როგორც ეს იყო შექმნილი ბუნების მიერ. სწორედ ამგვარი მანევრი საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს გართულებების რიცხვი ოპერაციის შემდეგ.

 

და ბოლოს, აღსანიშნავია ის, რომ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ახალი ქირურგიული ტექნიკა წარდეგენილი იყო ვიდეომოხსენების სახით. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ქარაზანასვილის მიერ განხორციელებული ამ ურთულესი ქირურგიული ჩარევის ვიდეოჩანაწერმა გაიმარჯვა. ეს დამატებით ღირებულებას მატებს ამ დიდ წარმატებას, რადგანაც საუბარია იმ ოპერაციის ნატურალურ კადრებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოში, ქართველი ქირურგების ხელით, ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის საოპერაციო ბლოკში. ეს უდავოდ დიდ ღირსებას და სიამაყეს ჰმატებს აღნიშნულ წარმატებას.

მაშასადამე ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული უნიკალური ქირურგიული ტექნიკა წარმოადგენს რამოდენიმე ქირურგიული ტექნიკის ერთში გაერთიანებას. ეს საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დავზოგოდ ადამიანის ნატურალური ქსოვილები, შევამციროთ ოპერაციის გართულებები და გავზარდოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ის, რომ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ქირურგიული ტექნიკის ვიდეოჩანაწერმა მოხსენებულ იქნა უმაღლესი რანგის მსოფლიო სამეცნიერო ფორუმზე, მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი ქირურგის სამეცნიერო და ქირურგიული დონე შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი ქირურგებისა და დაწესებულებების დონეს!

ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ოპერაციული ტექნიკა დარჩა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, იგი შეტანილია ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ვიდეო-ბიბლიოთეკაში!

ქაზანაშვილი სარგებლოსბ უდიდესი ავტორიტეტით მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც. მას იწვევენ სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და ოპერაციების განსახორციელბლად. მაგალითად ა.წ. მაისში იგი მიწვეულ იქნა უზბეკეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიწვევით, უზბეკეთის ონკოცენტრში, სადაც წაიკითხა ლექციები და განახორციელა ურთულესი ოპერაციები. სულ ახლახანს კი იგი დაბრუნდა ბელორუსიიდან, სადაც თავის გამოცდილებას უზიარებდა ბელორუს კოლეგებს.

 

 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ავტორი : ხვიჩა

    მე მაწუხებს ხშირი შარდვა და შსუსტებული ნაკადი,პროსტატას პრობლემები,

    • ავტორი : mmthospital

      მოგესალმებით ხვიჩა, სასურველია უროლოგის კონსულტაცია. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩვენი კლინიკის პროფესორთან გურამ ქარაზანაშვილთან. +995 571 31 11 55 ნათია.