> "> მორიგი მსოფლიო კონგრესის მოლოდინში თვალი გადავავლოთ 2017 წლის შედეგებს • MMT ჰოსპიტალი

მორიგი მსოფლიო კონგრესის მოლოდინში თვალი გადავავლოთ 2017 წლის შედეგებს

ჩვენს მკითხველს უკვე კარგად მოეხსენება, რომ 2018 წლის ოქტომბერში ონკოუროლოგთა ასოციაციას მორიგი საერთაშორისო ღონისძიება აქვს დაგეგმილი – ეს არის ონკოუროლოგთა მეორე მსოფლიო კონგრესი, რომელიც თბილისში, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდება.

პირველი კონგრესი 2017 წელს გაიმართა.

კონგრესზე საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანმა ექიმებმა და მეცნიერებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, სიახლეები, მიღწევები სიმსივნის დამარცხების საქმეში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს და რეგიონის წამყვანმა ექსპერტებმა და მეცნიერებმა შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო.
წარმოდგენილი იყო 25-ზე მეტი მოხსენება. პირველად ამიერკავკასიაში, წარდგენილი იყო ულტრათანამედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონსტრირება – პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესს დაესწრო 200-მდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან.

გავიხსენოთ 2017 წლის კონგრესის ვიდეოკოლაჟი:

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: